ჩოგბურთი

21:20 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონის და ლიდერის ფინალი დუბაიში

არაბთა გაერთიანებული საემიროების Dubai Duty Free Tennis Championships-ის პირველი ფინალისტი შარშანდელი ტურნირის გამარჯვებული როჯერ ფედერერი გახდა. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ტრიუმფატორმა ნახევარფინალში უპრობლემოდ მოუგო ხორვატ ბორნა ჩორიჩს 6:2, 6:1.

მეტოქეებმა კორტზე 56 წუთი გაატარეს. ამ სათამაშო დროის განმავლობაში როჯერის ანგარიშზე 5 ბრეიკი და 3 ეისია. ფედერერი და ჩორიჩი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

უფრო დაძაბული გამოდგა მეორე ნახევარფინალური პაექრობა. კლასიფიკაციის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი სეტი “მშრალად” მოუგო ჩეხ ტომაშ ბერდიხს, მეორეში “ნოლე” 5:7 დამარცხდა და მეორე ფინალისტის ვინაობა მესამე პარტიამ გაარკვია. მეხუთე გეიმში ჯოკოვიჩმა მეტოქის მოწოდება მოიგო და შემდეგ მატჩი გამარჯვებამდეც მიიყვანა – 6:0, 5:7, 6:4

შეგახსენებთ, შარშანდელი ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერმა ტომაშ ბერდიხს 3:6, 6:4, 6:3 სძლია, ნახევარფინალში კი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123293