ფეხბურთი

21:20 | 27.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პარმა” ისევ არ ითამაშებს

იტალიის სერია A-ს ბინადარ “პარმას”, როგორც ჩანს საშველი არ უჩანს. ღრმა ფინანსურ კრიზისში მყოფი გუნდი უკვე მეორე ტურია შიდა ჩემპიონატში თამაშებს ვერ ატარებს.

კვირას, 1 მარტს გასამართი 25-ე ტურის შეხვედრა “ჯენოასა” და “პარმას” შორის გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კარლო ტავეკიომ განაცხადა.

“ჩვენ შევისწავლეთ “პარმას” მდგომარეობა და შემიძლია გითხრათ, რომ “ჯენოა” – “პარმას” მატჩი გადადებულია”, - განაცხადა ტავეკიომ.

შეგახსენებთ, რომ იგივე მიზეზით ემილიელებს არც წინა ტურში უთამაშიათ “უდინეზეს” წინააღმდეგ.

თეგები“პარმა”
0.271867