დუდა სანაძის “სან დიეგო ტორეროსი” აშშ-ს სტუდენტურ ლიგაში ვესთ ქოუსთის დივიზიონის ლიდერ გონზაგას უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდა და როგორც მოსალოდნელი გახლდათ, უშანსოდ დამარცხდა – 39:59.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. დუდამ 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.
სან დიეგოელებმა 7 მოგებით და 10 მარცხით დივიზიონის მე-6 ადგილზე გადაინაცვლეს, გონზაგამ კი ზედიზედ მე-17 გამარჯვება იზეიმა და ცხადია, ლიდერის რანგში იმყოფება.
“ტორეროსი” მომდევნო მატჩს 1 მარტის დილას “პორტლენდ პილოტსთან” გამართავს.