ტურინის “იუვენტუსს” ანდრეა პირლოს შემდეგ, კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაუშავდა. მარცხენა ფეხის ბარძაყზე შექმნილი პრობლემის გამო, “იუვეს” დღევანდელი ვარჯიში ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბას გაუცდა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია 21 წლის მოთამაშის დაზიანება და შეძლებს თუ არა იგი “რომას” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას.
პოგბას გარდა, ცოტა ხნის “ბებერი ქალბატონის” ლაზარეთში ანდრეა პირლო 20 დღით აღმოჩნდა.