ფეხბურთი

21:02 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონამ” დანი ალვეშის შემცვლელს მიაგნო

გერმანული გამოცემა “ბილდის” ინფორმაციით, კატალონიის “ბარსელონა” გერმანული “დორტმუნდის პოლონელი მარჯვენა მცველით, ლუკაშ პიშჩეკით ინტერესდება. კატალონიაში პიშჩეკს ბრაზილიელი დანი ალვეშის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდს დიდი ალბათობით დატოვებს.

29 წლის ფეხბურთელი “ბორუსიას” ღირსებას 2010 წლიდან მოყოლებული იცავს. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგაში 20 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115774