ფეხბურთი

12:13 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ შმიდტი: “ოცნებას მივუახლოვდით”

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ლევერკუზენში მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხების (1:0) მერე, “ბაიერის” მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი ოცნებას მიუახლოვდა.

“ძალიან კმაყოფილი ვართ. პირველივე წუთზე ჩემმა გუნდმა აჩვენა, რომ სიტუაციასთან გამკლავება და ტურნირზე დარჩენა შეუძლია. “ატლეტიკო” მძიმე მეტოქეა, მაგრამ ჩვენი მიზანი სახლში კარგი შედეგის ჩვენებით 1/4-ფინალში გასვლა იყო.

აგრესიულად ვმოქმედებდით და მეტოქე გამუდმებით წნეხის ქვეშ გვყავდა. თავიდან ბოლომდე ძალიან მაღალ დონეზე ვითამაშეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით. გუნდმა ძალიან კარგი ფეხბურთი აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

განვლილმა მატჩმა გვაჩვენა, რომ ჩემპიონთა ლიგის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდით. ამ ტურნირს ძალიან სერიოზულად ვუყურებთ და ოცნებისკენ, რომელსაც 1/4-ფინალში გასვლა ჰქვია, პირველი ნაბიჯი გადავდგით. თავს საუცხოოდ ვიცავდით, კომპაქტურად ვმოქმედებდით, ხოლო ფეხბურთელები ერთმანეთს დროულად ეხმარებოდნენ. გარდა ამისა, დაცვიდან შეტევაში კარგად გადავდიოდით და შეგნებულად ვუტევდით”, - ციტირებს უეფას ოფიციალური გვერდი ლევერკუზენელთა მწვრთნელს.

0.117404