ფეხბურთი

11:31 | 26.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდუ ჟარდიმი: “წარმატებას ჯერ მხოლოდ სანახევროდ მივაღწიეთ”

უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში ლონდონში “არსენალის” დამარცხების (3:1) შემდეგ, “მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდო ჟარდიმმა განაცხადა, რომ მის მიერ შედგენილმა გეგმამ იმუშავა.

“ჩვენ “არსენალის” თამაში გავაანალიზეთ და ვიცოდით, რომ ლონდონელები პირველ ტაიმს მეორეზე ძლიერად ატარებენ. ამიტომ, მატჩის პირველ ნახევარში ძალიან ორგანიზებულად ვითამაშეთ და ამან შესვენების შემდეგ ეფექტურად კონტრშეტევის საშუალება მოგვცა.

“არსენალს” კარგი მოთამაშეები ჰყავს, რომლებიც “ჩავკეტეთ”. მატჩის ასე დასრულებას არავინ ელოდა. ამის მიუხედავად, “არსენალი” საუცხოო გუნდია და ჩვენ წარმატებას ჯერ მხოლოდ სანახევროდ მივაღწიეთ. შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჯერ არაფერი მოგვიგია. ჩვენმა გუნდმა ჯერ პირველი ნაბიჯი გადადგა.

ფეხბურთი ეს ხელოვნებაა. აუცილებელია იცოდე, როდის შეუტიო და თავი დაიცვა. ჩვენ ძალიან დაბალანსებული გუნდი გვყავს. პირველ ყოვლისა, დაცვასა და თავდასხმას შორის ბალანსი უნდა იყოს, რომ წინ წასულებმა ზურგი არ “გავაშიშვლოთ”.

ჩემპიონთა ლიგაში ბევრი გოლის გატანა ძნელია. ამიტომ, ჩვენთვის უმჯობესია ორგანიზებული გუნდი ვიყოთ. ჩვენთვის ეს ყველაზე დიდი წარმატება არ იყო. ჩემპიონთა ლიგაზე უკვე დავამარცხეთ ისეთი გუნდები, როგორიც “ზენიტი” და “ბაიერია”. ამიტომ, ჩვენთვის სერიოზული გამარჯვებები უცხო არაა”, - იუწყება ჟარდიმის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113972