ფეხბურთი

20:22 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კანავაროს 10-თვიანი პატიმრობა მიესაჯა

The Guardian-ის ცნობით, იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრს, 2006 წლის “ოქროს ბურთის” მფლობელ და მსოფლიოს ჩემპიონ ფაბიო კანავაროს იტალიის სასამართლომ 10-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კანავაროს გადასახადებისგან თავის არიდება ედება ბრალად, რის გამოც იტალიელის ქონება დაყადაღებული იყო. “ოქროს ბურთის” მფლობელს ეკრძალებოდა დაყადაღებული ვილის გამოყენება, მაგრამ ფაბიო აქტიურად იყენებდა აღნიშნულ ვილას. ამის გამო კანავაროს, მის ცოლს და ძმას 10 თვიანი პატიმრობა მიესაჯათ. კანავარომ და მისმა ოჯახმა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. სასამართლო სანამ აპელაციას არ განიხილავს, კანავაროს და მისი ოჯახის წევრებს ვერ დააპატიმრებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116498