ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა კაპიტანმა ჯანლუკა ვიალიმ “სქაი სპორტთან” საუბარში თავისი ყოფილი გუნდი “დორტმუნდის” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის გამო შეაქო.
“იუვენტუსმა” ტვინით ითამაშა. მათ გერმანელებს ცოტა მომენტი შეაქმნევინეს. განმეორებითი შეხვედრა ფანტასტიური იქნება”, - განაცხადა ვიალიმ.
შეგახსენებთ, რომ ტურინულმა გუნდმა “ბორუსია” მინიმალური სხვაობით – 2:1 დაამარცხა. საპასუხო მატჩი კი “სიგნალ იდუნალ პარკზე” 18 მარტს გაიმართება.
ჯანლუკა ვიალის “იუვენტუსთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა 1996 წელს, კაპიტნის რანგში აქვს მოგებული.