ფეხბურთი

17:55 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირლო ერთ თვეს გამოტოვებს  

“იუვენტუსის” 35 წლის ნახევარმცველი ანდრეა პირლო დაშავდა. იტალიელმა ფეხბურთელმა სამშაბათს “დორტმუნდის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ მატჩში (2:1) წვივი დაიზიანა, რის გამოც ის 37-ე წუთზე შეცვალეს.

Football Italia-ს ცნობით, პირლო ტრავმის გამო მოედანზე ერთი თვე ვერ გავა.

პირლოს სეზონის დასაწყისი ტრავმის გამო გაუცდა. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.110344