ფეხბურთი

16:10 | 25.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალი 2022 – კლუბები კომპენსაციას ვერ მიიღებენ

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის (FIFA) გენერალურმა დირექტორმა ჯერომ ვალცკემ დოჰაში გამართულ კონფერენციაზე 2022 წლის მუნდიალის შესახებ ისაუბრა. ფიფას წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კლუბები, რომელთა ფეხბურთელები ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ, ტურნირის განსხვავებული თარიღის გამო კომპენსაციის სახით თანხას ვერ მიიღებენ.

ყატარში მუნდიალი სავარაუდოდ ნოემბრისა და დეკემბრის თვეში გაიმართება.

“სრულყოფილი არაა, ეს ვიცით, მაგრამ რატომ ვსაუბრობთ კომპენსაციაზე? ტურნირი ერთხელ ტარდება განსხვავებული თარიღით და ფეხბურთის დამანგრეველი ფაქტორი არ იქნება. რატომ უნდა მოვუხადოთ ბოდიში კლუბებს? გვქონდა შეთანხმება კლუბებთან, რომ ისინი იქნებოდნენ ბენეფიციარები და 2010 წელს 40 მილიონი დოლარი მიიღეს, ხოლო 2014 წელს – 70 მილიონი. არ ვფიქრობ, რომ ბოდიში მოსახდელი გვაქვს მუნდიალს ზაფხულში რომ არ ვატარებთ. კონფედერაციების უმეტეს ნაწილს ტურნირის ფინალური ეტაპის გამართვა 23 დეკემბერს სურს. ჩემპიონატების ხელმძღვანელებს კიდევ 7 წელიწადი აქვთ წინ, რათა მუნდიალისთვის მოემზადონ.” – განაცხადა ჯერომმა.

ვალცკემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ფიფა ყველაფერს გააკეთებს რათა დაიცვას ორგანიზაციის სახელი და მუნდიალი სრულყოფილად ჩატარდეს.

0.182892