ფეხბურთი

22:35 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნანი შესაძლოა “ევერტონში” გადავიდეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლივერპულის “ევერტონის” დამრიგებელ რობერტო მარტინესს “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრებაში მყოფი შემტევის ნანის გადაბირება სურს. პორტუგალიელი ფეხბურთელი ამჟამად ლისაბონის “სპორტინგშია” განათხოვრებული.

ნანიმ პორტუგალიის პრემიერლიგის 22-ე ტურში “ჟილ ვისენტეს”, რომლის ღირსებასაც ქართველი ნახევარმცველი ავთო ებრალიძე იცავს, 30 მეტრიდან ლამაზი გოლი გაუტანა. მიმდინარე სეზონში 28 წლის შემტევმა 26 მატჩში 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ჯერჯერობით უცნობია “კამფეტები” ნანის ყიდვას შეეცდებიან თუ იჯარას განახორციელებენ. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენს.

0.11881