ჩოგბურთი

17:23 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

 რაფა ნადალი: “ვცდილობ, ძველებურად ავთამაშდე”

რიო დე ჟანეიროს შემდეგ რაფა ნადალი არგენტინის დედაქალაქის ბუენოს აირესის შეჯიბრებაზე მიიღებს მონაწილეობას. წინატურნიროდ მსოფლიო რეიტინგსიის მეოთხე ნომერი პატაგონიელ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

“ბოლო 7 თვე ჩემთვის მძიმე იყო. ჯანმრთელობის პრობლემების გამო პრაქტიკულად არ მითამაშია. ამჟამად თანდათან ფორმაში შევდივარ და ვცდილობ, ძველებურად ავთამაშდე. მწვერვალზე თანდათან, სვენებ-სვენებით უნდა ახვიდე, ამიტომაც მოვლენებს ხელოვნურად არ ვაჩქარებ. ფიზიკურად კარგად ვარ მომზადებული. რიოში ნაყოფიერი კვირა გავატარე. ბრაზილიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოვიგე. წაგების მიზეზი კი ისაა, რომ ძალის აღდგენის საკმარისი დრო არ მქონდა. მეტოქემაც თავისი შანსი სრულად გამოიყენა”, - ნადალის ეს სიტყვები სააგენტო Reuters-ს მოჰყავს.

0.113664