ფეხბურთი

16:25 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალკანტარა ვარჯიშს შეუდგა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ტიაგუ ალკანტარამ ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ გერმანული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ტვიტერი იუწყება.

23 წლის ესპანელი ფეხბურთელმა გასული წლის 29 მარტს ბუნდესლიგაში “ჰოფენჰაიმთან” მატჩის დროს მუხლის მყესები გაიწყვიტა და მას შემდეგ მინდორზე არ გასულა.

“ბაიერნმა” ალკანტარა 2013 წლის ივლისში “ბარსელონადან” 25 მილიონ ევროდ შეიძინა და განვლილ პერიოდში, ესპანელმა მიუნხენელთა რიგებში ჩატარებულ 25 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

0.128298