ფეხბურთი

15:36 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“აიაქსი” ევროპაში ახალგაზრდების აღზრდაში პირველია

ჰოლანდიის ამსტერდამის “აიაქსმა” პირველი ადგილი დაიკავა 100 კლუბს შორის, რომლებმაც ამჟამად ევროპის ქვეყნების ჩემპიონატების უმაღლეს დივიზიონებში მოასპარეზე ყველაზე მეტი ფეხბურთელი აღზარდეს.

სპორტული გამოკვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებულ რეიტინგში მოხვდნენ კლუბები, რომლებშიც ფეხბურთელებს 15-დან 21 წლამდე მინიმუმ 3 სეზონი უასპარეზიათ.

“აიაქსმა” 77 მოთამაშე აღზარდა, ხოლო სერბულმა ბელგრადის “პარტიზანმა” - სამით ნაკლები. ლიდერებში მესამეა “ბარსელონა”, რომელსაც 57 ფეხბურთელი აღუზრდია.

რეიტინგში მეოთხე-მეხუთე ადგილები ხორვატულმა ზაგრების “დინამომ” და უკრაინულმა დონეცკის “შახტარმა” დაიკავეს - 50-50 ფეხბურთელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110784