ფეხბურთი

12:15 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილს არ უთამაშია, ჭანტურია ტრავმირებულია

დანიის საფეხბურთო სუპერლიგის მე-18 ტურში “ოდენსემ”, რომელშიც ლადო დვალიშვილი გამოდის, სტუმრად გათამაშების ლიდერ “მიდტიულანდთან” 0:3 დამარცხდა.

ქართველი თავდამსხმელი სტუმართა სათადარიგოთა შემადგენლობაში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ოდენსეს” 19 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-10 ადგილზეა.

რუმინეთის ლიგა 1-ის (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში “კლუჟი”, რომლის ღირსებას გიორგი ჭანტურია იცავს, სტუმრად “ჩახლაულთან” 0:0 ითამაშა. ქართველ შემტევ ნახევარმცველს ტრავმის გამო არ უთამაშია. ფინანსური პრობლემების გამო მიმდინარე ზამთარში “კლუჟს” 24 ქულა დააკლეს და ამჟამად, 18 გუნდში ბოლო ადგილზეა.

0.117509