ფეხბურთი

11:48 | 24.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალმა და სირაძემ მოსკოვის “ლოკომოტივს” აჯობეს

კიშინიოვის “დაჩიამ” თურქეთში შეკრებაზე ამხანაგურ შეხვედრაში მოსკოვის “ლოკომოტივი” 3:2 დაამარცხა და ერთი გოლი ჯაბა დვალმა გაიტანა.

ქართველი თავდამსხმელი თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო და 55-ე წუთზე, მისი დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:1 გახდა. კიდევ ერთი ქართველი ფორვარდი დავით სირაძე “დაჩიას” სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა.

მოლდოვურის საფეხბურთო კლუბის ვებგვერდის ინფორმაციით, მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში “ლოკომოტივის” ხორვატი მცველი ვედრან ჩორლუკას და სირაძე შელაპარაკდნენ.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას “დაჩია” 28 თებერვალს დანიის “ვიბორგთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118566