ტურინის “იუვენტუსის” ლიდერმა ანდრეა პირლომ საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ “დორტმუნდთან” დაპირისპირებას მაქსიმალური ყურადღებით ხვდება.
“მნიშვნელოვანი გოლების გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. ახლა კი მაქსიმალური კონცენტრაცია ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩზე გვაქვს გადატანილი”, - წერს პირლო.
ანდრეა პირლომ თავის გუნდს სერია A-ს ბოლო ტურში “ატალანტას” წინააღმდეგ ლამაზი გოლით მოაგებინა. სამშაბათს კი პირლოს “იუვენტუსი” გერმანულ “დორტმუნდს” ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში მასპინძლობს.