ფეხბურთი

17:14 | 23.02.2015 | ნანახია 1292 - ჯერ

ყაზაიშვილმა “ვიტესს” 150-ედ მოაგებინა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა არნემის “ვიტესს” არსებობის ისტორიაში ჰოლანდიის უმაღლეს დივიზიონში 150-ე მატჩი მოაგებინა.

ჰოლანდიის ერედივიზიონის 24-ე ტურში, “ვიტესმა” სტუმრად “ტვენტე” 2:1 დაამარცხა და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე გადამწყვეტი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გაიტანა. მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ერედივიზიონში და თასზე 23 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 5 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდიის უმაღლეს დივიზიონში “ვიტესმა” პირველად 1977 წელს მოიგო, როდესაც “ნაიმეგენი” 3:0 დაამარცხა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

07:04 | 24.02.2015
araza-1918 (6330)

ვაკო ნაკრებში უპრობლემოთ

21:08 | 23.02.2015
ARMANDO დღეს მეც MUU ვარ (2726)

კარგია

17:55 | 23.02.2015
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

,,ვიტესი" არ ყოფილა დიდი ისტორიის გუნდი,მარა ჩვენი ვაკო იმედია სამახსოვრო ისტორიას შექმნის და შეუქმნის ვიტესს!.

18:15 | 23.02.2015
paatabasket (1253)

ქართველები ქმნიან ვიტესის ისტორიას კაშია და ვაკო უფრო დაამახსოვრდებათ ვიდრე ჭანტურა და ჯორდანა

0.114212