ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედი” რომის “ლაციოს” წამყვანი ნახევარმცველით ლუკას ბილიათი დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი ავრცელებს.
“წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას შუა ხაზის გაძლიერება სურს და არგენტინელი მოთამაშის დამატებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ეცდებიან. ინგლისური გრანდის გარდა, ლუკასით “პარის სენ-ჟერმენი” ინტერესდება.
29 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 9 მილიონი ფუნტია.
მიმდინარე სეზონში მან 20 შეხვედრა ჩაატარა და 2-2 გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.