ფეხბურთი

14:13 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტი” დეპაისთვის ბრძოლაში ჩაერთო

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და პსვ-ს შემტევის მემფის დეპაის დღეები ჰოლანდიურ კლუბში დათვლილია. ფეხბურთელისადმი ინტერესს “მანჩესტერ სიტი” იჩენს.

“ქალაქელები” “მანჩესტერ იუნაიტედთან” დეპაისთვის ბრძოლაში ჩაერთნენ. ცნობილია, რომ ლუის ვან გაალი მემფისით ძალიანაა მოხიბლული და ზაფხულში მის გადაბირებას შეეცდება. დეპაისადმი ინტერესს მანჩესტერული კლუბების გარდა “ტოტენჰემი” და რამდენიმე სხვა ევროპული გრანდიც იჩენს.

21 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესი მისი შესანიშნავი თამაშის გამოა. მიმდინარე სეზონში დეპაიმ ყველა ტურნირზე 29 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. ჰოლანდიელმა უკვე გააუმჯობესა გასული სეზონის შედეგი – 43 მატჩი, 14 გოლი, 10 საგოლე გადაცემა.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონ ევროს შეადგენს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა პსვ გუნდისთვის ღირებულ ფეხბურთელს ამ ფასად შეელიოს.

0.113328