ფეხბურთი

2:18 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სიტი ალდერვეირელდს უტრიალებს

“მანჩესტერ სიტი” მადრიდის “ატლეტიკოს” მცველ ტობი ალდერვეირელდის ტრანსფერს გეგმავს, რომელიც იჯარის წესით ასევე პრემიერლიგის ბინადარ “საუთჰემპტონში” ირიცხება. ბრიტანული Telegraph-ის ინფორმაციით, “ქალაქელები” 25 წლის ბელგიელი ფეხბურთელის თაობაზე ესპანურ კლუბს წინადადებით ზაფხულში მიმართავენ. საინტერესოა, რომ “საუთჰემპტონს” ალდერვეირელდის კონტრაქტის გამოსყიდვის პირველად უფლება აქვს (6.8 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ), თუმცა, თავის მხრივ, “ატლეტიკოს” შეუძლია, შეთანხმების ეს პუნქტი არად ჩათვალოს, თუკი, “წმინდანებს” 1.5 მილიონ სტერლინგს გადაუხდის. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ტობის 16 მატჩი აქვს ჩატარებული. მის აქტივში 1 გოლია, პასივში კი – 2 ყვითელი ბარათი. ისიც ვთქვათ, რომ ამჟამად ბელგიელი ტრავმირებულია და დაახლოებით 1 თვე ვერ ითამაშებს.

0.122576