ფეხბურთი

1:25 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ედეგორი ჩერიშევის ნაცვლად?

ესპანურ “ვილიარეალს” თავის რიგებში მარტინ ედეგორის ხილვა სურს, რომელიც ამჟამად მადრიდის “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში ირიცხება. ესპანური ABC-ს ცნობით, “ვილიარეალში” ნორვეგიელი ვუნდერკინდი რუსი დენის ჩერიშევის შემცვლელად ესახებათ. შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი “ყვითლების” ღირსებას კი იცავს, თუმცა, იჯარით სწორედ “სამეფო კლუბიდან” არის წაყვანილი, სეზონის ბოლოს კი, მადრიდში მისი დაბრუნება იგეგმება. თუკი გარიგება შედგა, 16 წლის ედეგორი სეზონისთვის მზადებას მაინც “რეალის” პირველ გუნდთან ერთად გაივლის და 24 წლის რუსს მხოლოდ ამის შემდეგღა ჩაანაცვლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112018