კალათბურთი

14:18 | 22.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის მორიგი დაბლ-დაბლი

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტადამონი” 89:74 დაამარცხა, ქართველი ფორვარდი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ცქიტიშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 38 წუთში 26 ქულა, 15 მოხსნა (5 შეტევაში) და 3 პასი მოაგროვა.

ნიკოლოზმა 14-დან 7 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

ცქიტიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 33-ს უწია, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

“ჩემპვილმა” 7 მოგება და 6 მარცხი მოაგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 6 მარტს “ბიბლოსთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116152