გერმანიის ტურის ყველაზე ორიგინალური გოლი "აუგსბურგის" მარვინ ჰიტცმა გაიტანა. საქმე ისაა, რომ ჰიტცი მეკარეა, ბოლო წუთზე მეტოქის საჯარიმოში ჩასულმა მოახერხა ზუსტად დარტყმა და თავის გუნდს ქულა მოუტანა. ამ გოლით 2:2 გახდა და საბოლოოდ, ასეც დასრულდა თამაში.
"აუგსბურგი", რომელსაც ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, მაინც ახერხებს შედეგიანად თამაშს და ხუთულს არ შორდება. მართალია, "ლევერკუზენს" უპირატესობა ჰქონდა და რომ მოეგო, ალოგიკური ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ აუგსბურგელებსაც არ უნდა დავუკარგოთ.
"ვერდერმა" წლევანდელი ოთხმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, მაგრამ არც წააგო. ფრედ დაასრულა შეხვედრა გასვლაზე "შალკესთან" – 1:1. '”ხუმარები" 19 წლის მაქს მაიერის გოლით იგებდნენ, მაგრამ ბოლოს ავსტრიელმა მცველმა პრიოდლმა გაათანაბრა და "მუსიკოსებს" ქულა მოუტანა.
ტურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია "ბაიერნის" მორიგი დიდი ანგარიშით გამარჯვება. ამჯერად 6:0 "პადერბორნთან". ერთი გოლი ახალგაზრდა მიჩელ ვაიზერმა გაიტანა, თანაც საკმაოდ ლამაზი. ეს 20 წლის ვაიზერის პირველი გოლია ბუნდესლიგაში. ისე კი, კვლავ იფრინა არიენ რობენმა და ბომბარდირთა შორის დაწინაურდა, რობერტ ლევანდოვსკიმაც დუბლი მიითვალა – პირველი ორი გოლი სწორედ პოლონელისა იყო.
შაბათის ექვსი მატჩიდან ოთხი ფრედ დასრულდა. გამოსარჩევია ცუდ ფორმაში მყოფი "მაინცის" მოგება, მათ "აინტრახტს" სძლიეს (3:1) და საშიშ ზონას დროებით მოშორდნენ.
შალკე-ვერდერი 1:1 (0:0)
შალკე: ველენროიტერი, ფუხსი, ჰიოვედეესი, მატიპი (აოგო 73), ნასტასიჩი, ბარნეტა, ნოიშტადტერი, ჰიოგერი, მაქს მაიერი (აიჰანი 86), ჩუპო-მოტინგი, პლატე (კევინ-პრინს ბოატენგი 70)
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
ვერდერი: ვოლფი, ფრიტცი, ლუკიმია, გარსია, ვესტერგარდი, გებრე სელასი, იუნუზოვიჩი, ბარტელსი (პრიოდლი 85), ფელიქს კროოსი (აიჩიკეჩი 70), დი სანტო, ზელკე (ჰაიროვიჩი 72)
მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი
გოლები: 1:0 მაიერი (61), 1:1 პრიოდლი (90+2)
გაფრთხილება: ნასტასიჩი (48), გარსია (82), ბარტელსი (84)
მსაჯი: გრეფე
ბურთის ფლობა: 55-45, დარტყმა: 24 (5)-14 (4), ჯარიმა: 13-12, კუთხური: 7-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 3-4
მაინცი-აინტრახტი 3:1 (1:1)
მაინცი: კარიუსი, ბენგსტონი, ბუნგერტი, ბროზინსკი, ბელი, ბაუმგარტლინგერი, დე ბლაზისი, გეისი, კლემენსი (სამპერიო 73), მალი (სოტო 88), ოკაზაკი (კუ 77)
მწვრთნელი: მარსელ შმიდტი
აინტრახტი: ტრაპი, რუში (კიტელი 69), მადლუნგი, სამბრანო, ოცზიპკა, ჩანდლერი, აიგნერი, შტენდერა, სეფეროვიჩი, პიაზონი (ბამბა 85), ალექსანდრ მაიერი
მწვრთნელი: თომას შააფი
გოლები: 0:1 აიგნერი (35), 1:1 კლემენსი (38), გეისი (47), 3:1 მალი (50)
გაფრთხილება: პიაზონი (33), სამბრანო (53, 83), სეფეროვიჩი (59), ბროზინსკი (62), ბუნგერტი (68), აიგნერი (81)
მსაჯი: ბრიხი
ბურთის ფლობა: 42-58, დარტყმა: 16 (7)-7 (5), ჯარიმა: 13-20, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 4-6
აუგსბურგი-ლევერკუზენი 2:2 (0:1)
აუგსბურგი: ჰიტცი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაბა, ვერნერი, ბაიერი, ჰიობერგი (დურდიჩი 90), კორი (პარკერი 86), ბობადილია, ალტინტოპი, ჯი (კაიუბი 46)
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
ლევერკუზენი: ლენო, ვენდელი, პაპადოპულოსი, ტოპრაკი, როლფესი, კასტრო, ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, სონი (ჰილბერტი 73), დრმიჩი (კისლინგი 57)(, ბრანდტი (რაინარტცი 58)
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
გოლები: 0:1 დრმიჩი (8), 1:1 კაიუბი (59), 1:2 რაინარტცი (84),ლ 2:2 ჰიტცი (90+4)
გაფრთხილება: პაპადოპულოსი (44), ბელარაბი (76), ჰილბერტი (90)
მსაჯი: ველცი
ბურთის ფლობა: 61-39, დარტყმა: 16 (7)-18 (12), ჯარიმა: 13-16 კუთხური: 5-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 10-5
ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი 1:1 (1:1)
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი, ზორგი, ჰიონი, ტორეხონი, გიუნტერი, გუიდე (დანი შაჰინი 81), შმიდი, დარიდა, კლაუსი, ფილიპი (მეჰმედი 72)
მწვრთნელი: კრისტიან შტრაიხი
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, აბრაჰამი, კიმი, ნისაკჩიჩი, შვეგლერი (Pოლანსკი 44), სალიჰოვიჩი (ელიონუსი 90), რუდი, ფირმინო, მოდესტე (შალაი 85), ფოლანდი
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
გოლები: 1:0 ჰიონი (25), 1:1 ფოლანდი (39)
გაფრთხილება: ფილიპი (15), შვეგლერი (23), კიმი (31), სალიჰოვიჩი (61), გუიდე (80)
გაძევება: ტორეხონი (90+2)
მსაჯი: გაგელმანი
ბურთის ფლობა: 59-41, დარტყმა: 10 (5)-14 (5), ჯარიმა: 20-22, კუთხური: 4-1, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-4
პადერბორნი-ბაიერნი 0:6 (0:2)
პადერბორნი: ლარს კრუზე, ჰანემაიერი, რაფა (ვრანჩიჩი 75), ციგლერი, კოჩი, ჰაინლოთ, ჰარტჰერცი, მეჰა, ბაკალორცი (პეპიჩი 71), რუპი, კაჩუნგა (ლაკიჩი 60)
მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია (ვაიზერი 77), ჟერომ ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა, ჩაბი ალონსო (როდე 73), ბერნატი (დანტე 78), რობენი, რიბერი, მიულერი, ლევანდოვსკი
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
გოლები: 0:1, 0:2 ლევანდოვსკი (24, 37), 0:3 რობენი (63 პენ), 0:4 რიბერი (72), 0:5 ვაიზერი (78), 0:6 რობენი (86)
გაძევება: ჰარტჰერცი (63)
მსაჯი: დანკერტი
ბურთის ფლობა: 23-77, დარტყმა: 3 (1)-16 (8), ჯარიმა: 13-3 კუთხური: 1-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 7-0
კიოლნი-ჰანოვერი 1:1 (1:1)
კიოლნი: ჰორნი, მარო, ოლკოვსკი, ჰექტორი, ვიმერი, ლემანი, პეშკო, რისე (ჰალფარი 61), ფიოგტი, ოსაკო (დეივრსონი 87), უჯა
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
ჰანოვერი: ცილერი, მარსელო, ჟოაო პერეირა, ალბორნოსი (პანდერი 74), სანე, შტინდლი, გულსელამი, ბიტენკური (პრიბი 73), ჰირში, ბრიანი (ანდრეასენი 90+3), ხოსელუ
მწვრთნელი: ტაიფუნ ქორქუთი
გოლები: 0:1 ხოსელუ (5), 1:1 უჯა (17)
გაფრთხილება: გულსელამი (27), ჰირში (47), ჟოაო პერეირა (70, 90+1)), სანე (75), ფიოგტი (75), ოლკოვსკი (80)
გაძევება: ჟოაო პერეირა (90+1)
მსაჯი: პერლი
ბურთის ფლობა: 42-58, დარტყმა: 16 (7)-7 (5), ჯარიმა: 13-20, კუთხური: 3-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 4-6