ესპანური გამოცემა "ას”-ის ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკო" არგენტინელ მთავარ მწვრთნელ დიეგო სიმეონესთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელსაც ვადა 2020 წლის ზაფხულამდე ექნება. სიმეონეს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულში ეწურება.
დიეგო სიმეონე "როხიბლანკოს" 2011 წლიდან მოყოლებული წვრთნის და მანამდე საშუალო დონის ესპანური გუნდი ევროპაში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია. არგენტინელმა "ატლეტიკოს" თითოჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონატი, ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი, ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასი. გარდა ამისა, შარშან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა.