კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გუნდის ვარსკვლავის არგენტინელი თავდამსხმელის ლიონელ მესის ინტერვიუს გამოეხმაურა. სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა დასძინა, რომ წინა წლის პრობლემები უკან მოიტოვა და “ანოეტაზე” “სოსიედადთან” (0:1) წაგებული მარცხის შემდეგ, “ბლაუგრანამ” შეხვედრების მიმართ დამოკიდებულება შეცვალა.
“მიზეზს ვერ ვპოულობ, რატომ უნდა შევიცვალო მიდგომა. ეს პროცესი მთელ სეზონზეა გათვლილი. პრობლემების შექმნით დაინტერესებული არ ვარ და არც ვაპირებ ამაზე მსჯელობას”, – განაცხადა “ბარსელონას” თავკაცმა.
ევროპულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომლის თანახმადაც ენრიკეს და მესის შორის კონფლიქტი არსებობს, თუმცა მთლიანად კლუბი ამ ფაქტს უარყოფს.