ძიუდო

19:00 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორი ფინალი (LIVE STREAM)

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81 კგ) დიუსელდორფის გრან პრიზე დილის პროგრამა წაუგებლად ჩაატარეს და ჩემპიონის ტიტულს თითო გამარჯვებაღა აშორებთ.

ტატალაშვილმა ფინალის გზაზე კუბელი მაგდიელ ესტრადა, ბელგიელი სემი ჩუჩი, იტალიელი ანდრეა რეგისი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრი ვიქტორ სკვორტოვი და ბრაზილიელი მარსელო კონტინი ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდება.

ჭრიკიშვილი საჩემპიონო შეხვედრაში ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოს დაეჭიდება. მსოფლიო რეიტინგის ქართველმა ლიდერმა დილის პროგრამაში იტალიელი ანტონიო ჩიანო, მონღოლი უუგანბაატარ ოტონბაატარი, უნგრელი ლასლო სზოკნიაი და გერმანელი სვენ მარეხი დაამარცხა.

დღესვე გერმანულ ტატამზე ლაშა შავდათუაშვილიც (73 კგ) გავიდა. გერმანელ კრისტოფერ ფოლკს გასცდა, მაგრამ ფრანგ ჟილომ ჩენესთან წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება და შეგიძლიათ თვალი აქვე LIVE STREAM-ის მეშვეობით ადევნოთ

0.124344