ფეხბურთი

16:31 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: "პირველი შეხვედრა მთავარია"

პარასკევს, სერია A-ს მორიგ კალენდარულ შეხვედრაში ტურინის “იუვენტუსმა” ბერგამოს "ატალანტა" მინიმალური სხვაობით დაამარცხა. შეხვედრის გადამწყვეტი გოლი კი ანდრეა პირლომ გაიტანა, ვინაც მატჩის შემდგომ მცირე კომენტარი "დორტმუნდთან" მოახლოებულ საჩემპიონთა ლიგო მატჩზეც გააკეთა.

"ერთადერთი მიზანი გამარჯვება იყო, განსაკუთრებით "ჩეზენასთან" მატჩის შემდეგ. ეს არ იყო მესიჯი "დორტმუნდისთვის". აქამდე "ატალანტაზე" ვფიქრობდით, ახლა კი უკვე გერმანული გუნდის ჯერია. პირველ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ექნება", - განაცხადა პირლომ.

"იუვენტუსისა" და "დორტმუნდის" შეხვედრა 24 თებერვალს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

0.10367