ინგლისური "მანჩესტერ სიტის" ესპანელმა ნახევარმცველმა ხესუს ნავასმა ესპანურ გამოცემა "მარკასთან" საუბარში აღნიშნა, რომ კარიერას სიამოვნებით დაასრულებდა მშობლიურ "სევილიაში".
"ანდალუზიაში კარიერის დასრულება შესანიშნავი იქნებოდა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა ნავასმა.
ხესუს ნავასი "სევილიას" სკოლის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2003-2013 წლებში თამაშობდა. მას "სევილიელი დალაქების” მაისურით ესპანურ ლა ლიგაში 285 შეხვედრა ჩაუტარებია.