იტალიის სერია A-ს 24-ე ტური ოთხ დღეზეა გაწერილი. იგი პარასკევს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება. ტურმა სტარტი პარასკევს "იუვენტუსისა" და "ატალანტას" მატჩით აიღო, რომელიც მასპინძლებმა ანგარიშით 2:1 მოიგეს, ხოლო "პარმა" - "უდინეზეს" შეხვედრა კი ემილიელთა მოუგვარებელი ფინანსური პრობლემების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.
გამორჩეული დაპირისპირდება დღეს, გენუაში გაიმართება, სადაც "დერბი დელა ლანტერნა" შედგება. ბოლო დროს მოფერიანებული "ინტერი" სარდინიაზე "კალიარის" ესტუმრება, ხოლო კრიზისში მყოფი "მილანი" საკუთარ მოედანზე აუტსაიდერ "ჩეზენას" მასპინძლობს. ჩემპიონობის მაძიებელი "რომა" სიყვარულის ქალაქში "ვერონას" ეწევევა.
"სამპდორია" - "ჯენოა"
თარიღი: 21 თებერვალი, 23:45 წუთი
ადგილი: გენუა, "მარასი"
გენუური დერბი იტალიური ფეხბურთის მოყვარულთა შორის ყოველთვის გამოირჩევა ინტერესით. თანაც ახლა, ორივე გუნდი წარმატებულ სეზონს ატარებს და ევროსაგზურებისთვის იბრძვის. "სამპაც" და მისი თანაქალაქელიც მე-6 და მე-7 ადგილებს ინაწილებენ 35-35 ქულით. ბოლო ხანებში უკეთეს ფორმაში ჯამპიერო გასპერინის გუნდი იმყოფება. "როსობლუმ" ზედიზედ ორი მატჩის მოგება მოახერხა. განსხვავებული სიტუაციაა სინიშა მიხაილოვიჩის საწმყოში. "სამპდორიამ" ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება მოახერხა. პირველი წრის თამაში მანოლო გაბიადინის გოლით "სამპდორიამ" მინიმალური ანგარიშით მოიგო. დღევანდელმა მატჩმა კი წესით უშეღავათო ბრძოლაში უნდა ჩაიაროს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"სამპდორია" (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი, პალომბო, დანკანი; სორიანო; ედერი, ოკაკა
"ჯენოა" (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; ედენილსონი, ბერტოლაჩი, რინკონი, ბერგდიხი; იაგო ფალკე, ნიანგი, პეროტი
მსაჯი: როკი
"ემპოლი" - "კიევო"
თარიღი: 22 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილი: ემპოლი, "კარლო კასტელანი"
აუტსაიდერთა დაპირისპირებაა ტოსკანაში. "ემპოლი" ვერონას "კიევოს" დაუხვდება. ორივე გუნდს აქტივში 24 ქულა აქვთ და შეიძლება ითქვას მათთვის 6 ქულიანი შეხვედრაა. "კიევომ" კრიზისული პერიოდი უკან მოიტოვა და უკანასკნელ ორ მატჩში ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა. "ემპოლის" კი გამარჯვებების მოპოვება უჭირს, მაგრამ მეტად საინტერესო და სიმპატიურ თამაშს აჩვენებს. ბოლოს მაურიციო სარის გუნდმა სტუმრად "მილანს" თამაშით აჯობა, თუმცა სახლში მხოლოდ ერთი ქულით დაბრუნდა. მასპინძელთა ქართველი ფორვარდი ლევან მჭედლიძე შეხვედრას თადარიგიდან დაიწყებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ემპოლი" (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; მაკარონე, ტავანო
"კიევო" (4-4-2): ბიძარი; გამბერინი, დაინელი, ცეზარი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, იცკო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი; ბოტა, მეჯორინი
მსაჯი: ტალიავენტო
"ლაციო" - "პალერმო"
თარიღი: 22 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილი: რომი, "სტადიო ოლიმპიკო"
საინტერესო მატჩს უმასპინძლებს იტალიის დედაქალაქი. რომში, ადგილობრივ "ლაციოს" სიცილიური "პალერმო" ესტუმრება. ორივე გუნდი ცხრილის ზედა ნაწილში ტრიალებს. რომაელთა მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა და იქამდე დღეისთვის სტეფანო პიოლის გუნდს 5 ქულა აშორებს. აქედან გამომდინარე "ბიანკოჩელესტეს" ფეხის დაცდენის უფლება არ აქვს. რაც შეეხება კუნძულელებს, ისინი ყოველგვარი წნეხის გარეშე ასპარეზობენ. "პალერმოს" სეზონის წინ ელიტაში ადგილის შენარჩუნება დაუსახეს, "როზანერო" კი დაგეგმილზე უკეთ გამოიყურება. ცალკე აღნიშვნის ღირსია შემტევი დუეტი ფრანკო ვასკესისა და პაულო დიბალას შემადგენლობით, რომელთა მიმართ ინტერესს უკვე ევროპული გრანდებიც იჩენენ.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ლაციო" (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; კატალდი, ბილია, პაროლო; კანდრევა, კლოზე, მაური
"პალერმო" (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; მორგანელა, ჩოჩევი, იაიალო, ბარეტო, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა
მსაჯი: დი ბელო
"მილანი" - "ჩეზენა"
თარიღი: 22 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილი: მილანი, "სან სირო"
კრიტიკული დღეები უდგას "მილანს". ბოლო ხუთ შეხვედრაში "როსონერიმ" მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა და მისთვის შეუფერებელ მე-11 ადგილზე იმყოფება. ხვალინდელი შეხვედრა "მილანის" თავკაცის რანგში შესაძლოა ბოლო გამოდგეს ფილიპო ინძაგისთვის. ვერმოგების შემთხვევაში სუპერპიპოს კარისკენ მიუთითებენ. ამის შესახებ იტალიურ მედიაში ბოლო დროს ხშირად იწერება. გარდა სათამაშო პრობლემებისა, შავ-წითლებს სერიოზული საკადრო პრობლემებიც აწუხებთ. გუნდის ლაზარეთში ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე წევრი იმყოფება. და მაინც, მეტოქე "მილანს" ისეთი ჰყავს, რომელთანაც მხოლოდ გამარჯვება უნდა დაიგეგმოს. "ჩეზენა" მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი უსუსტესი გუნდია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დომენიკო დი კარლოს გუნდი ბოლო დროს მოფერიანდა. ბოლო ტურში კი ლიდერ "იუვენტუსს" არაფერი დაუთმო და დამსახურებული ქულაც ირგუნა.
სავარაუდო შემადგენლობები:
"მილანი" (4-3-1-2): აბიატი; ბონერა, რამი, ალექსი, ანტონელი; მონტოლივო, დე იონგი, ბონავენტურა; ჰონდა; ჩერჩი, დესტრო
"ჩეზენა" (4-3-1-2): ლეალი; კაპელი, ლუკინი, ვოლტა, რენძეტი; ჯორჯი, დე ფეუდისი, ზე ედუარდო; ბრიენცა; დეფრელი ჯურიჩი
მსაჯი: ტომაზი
"ვერონა" - "რომა"
თარიღი: 22 თებერვალი, 18:00 საათი
ადგილი: ვერონა, "ბენტეგოდი"
ჩემპიონობაზე პრეტენზიის მქონე "რომა" აუტსაიდერთა შორის მყოფ "ვერონას" სტუმრობს. რუდი გარსიას გუნდი ბოლო დროს საშინელ ფორმაშია და გამარჯვების მოპოვება ენატრება. ეს დიდ წილად საშინაო მატჩებზე ითქმის. "ჯალოროსიმ" "ოლიმპიკოზე" ბოლო 6 მატჩში ფრე ითამაშა. გუნდმა ხუთშაბათს ვერც ევროპის ლიგაზე მოახერხა გამარჯვება. რომაელები ამ წუთისთვის ლიდერ "იუვენტუსს" 10 ქულით ჩამორჩებიან და ვერონას მხოლოდ მოსაგებად უნდა ეწვიონ. თანაც, მომდევნო ტურში "რომა" - იუვეს" ჯახია, რაც სკუდეტოს თაობაზე ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. "მგელთა" ოპონენტ "ვერონას" კი თავში მხოლოდ არგავარდნა უტრიალებს. ანდრეა მანდორლინის გუნდი გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულითაა დაცილებული. გუნდს განსაკუთრებით უკანა ხაზში უჭირს. ბოლო 5 მატჩში "ჰელასმა" 14 გოლი გაუშვა.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ვერონა" (4-3-3): ბენუსი; პიზანო, მარკესი, მარკეში, აგოსტინი; იონიტა, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი; იანკოვიჩი, ტონი, გომესი
"რომა" (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, მანოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; ჟერვინიო, ტოტი, ლიაიჩი
მსაჯი: ჯერვაზონი
"ფიორენტინა" - "ტორინო"
თარიღი: 22 თებერვალი, 23:45 წუთი
ადგილი: ფლორენცია, "არტემიო ფრანკი"
ფლორენციაში, "ფიორენტინა" "ტორინოს" გაუმასპინძლდება. ორივე გუნდმა ხუთშაბათს ევროპის ლიგაზე ითამაშა, თანაც იმ შეხვედრებს საკმაოდ დიდი ძალები შეალიეს. "ტორო" ესპანურ "ბილბაოს" მედგრად დაუხვდა და მთლიანობაში გამარჯვებასაც იმსახურებდა, თუმცა მხოლოდ ფრეს დასჯერდა. ასევე საყაიმო ანგარიშით გაიყარა "ფიორენტინაც". ვინჩენცო მონტელას გუნდმა ლონდონში "ტოტენჰემს" არაფერი დაუთმო. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ორთავე გუნდი კარგ ფორმაშია. "იებმა" ბოლო 5 მატჩში 11 ქულა დააგროვეს და მეოთხე ადგილამდე აღზევდნენ, ხოლო ტურინულმა გუნდმა იგივე რაოდენობის შეხვედრებში 13 ქულა აიღო. წესითა და რიგით ეს შეხვედრა კარგი საყურებელი უნდა გამოდგეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ფიორენტინა" (4-3-3): ტატარუშანუ; რიჩარდსი, სავიჩი, როდრიგესი, პასკუალი; მატი ფერნანდესი, ბადეი, აკვილანი; დიამანტი, ბაბაკარი, სალაჰი
"ტორინო" (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ბენასი, გაცი, ფარნერუდი, დარმიანი; კვალიარელა, მარტინესი
მსაჯი: გუიდა
"ნაპოლი" - "სასუოლო"
თარიღი: 23 თებერვალი, 22:00 საათი
ადგილი: ნეაპოლი, "სან პაოლო"
მესამე ადგილოსანი "ნაპოლი" "სასუოლოს" უმასპინძლებს. რაფა ბენიტესის გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაშია და გასაკვირი არაა, რომ ამ შეხვდრის ფავორიტადაც მიიჩნევა. ნეაპოლელებს მეორე ადგილზე აღზევების პრეტენზიაც გაუჩნდათ. "რომასთან" ჩამორჩენა სადღეისოდ 5 ქულაა. "აძურიმ" ევროპის ლიგაზეც ფანტასტიურად იბურთავა და თურქეთში "ტრაბზონს" 4 ბურთიანი სხვაობით აჯობა. მიმდინარე სეზონში ურიგოდ არც "სასუოლო" გამოიყურება. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდს გავარდნა არ ემუქრება და ყოველგვარი წნეხის გარეშე უწევს ასპარეზობა, რაც მათ თამაშს დადებით ელფერს სძენს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ნაპოლი" (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; დავიდ ლოპესი, გარგანო; კალეხონი, ჰამშიკი, გაბიადინი; ძაპატა
"სასუოლო" (4-3-3): კონსილი; გაცოლა, კანავარო, აჩერბი, ლონგი; მისიროლი, მანიანელი, ტაიდერი; ბერარდი, ძაძა, სანსონე
მსაჯი: მასა
"კალიარი" - "ინტერი"
თარიღი: 23 თებერვალი, 23:55 წუთი
ადგილი: კალიარი, "სანტ ელია"
24-ე ტური სარდინიაზე დასრულდება, სადაც ადგილობრივი "კალიარი" მილანის "ინტერს" უმასპინძლებს. რობერტო მანჩინის გუნდი ნელ-ნელა კრიზისს თავს აღწევს. გუნდმა ბოლო ორ მატჩში იმარჯვა და და თანაც ორივეში დიდი ანგარიშით. მიუხედავად ამისა, "ნერაძურისთვის" სატურნირო ცხრილის მხრივ სიტუაცია ისევ მძიმეა. ევროპის ლიგაზე კი გუნდმა გლაზგოში "სელტიკთან" ლამის მოგებული შეხვედრა ვერ მოიგო და მხოლოდ უხვგოლიან ფრეს დასჯერდა. ჯანფრანკო ძოლას "კალიარი" კი გასავარდნ ზონაშია და გონს მოსვლა სწრაფად მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ელიტასთან გამომშვიდობება 11 წლის შემდგომ პირველად მოუწევს. აღსანიშნავია, რომ პირველი წრის მატჩი სარდინიელებმა 4:3 მოიგეს და მაშინ ალბინ ეკდალმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.
სავარაუდო შემადგენლობები:
"კალიარი" (4-3-2-1): ბრკიჩი; დესენა, როსეტინი, კაპუანო, აველარი; დონსა, კონტი, ეკდალი; საუ, კოსუ' კოპი
"ინტერი" (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, სანტონი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი; შაქირი; პოდოლსკი, იკარდი
მსაჯი: მაცოლენი