კალათბურთი

12:58 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 8 ქულა და 6 პასი

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ “დენვერ ნაგეტსი” 89:81 დაამარცხა. ზაზა სასტარტო 5-ეულში არ იმყოფებოდა. “მილუოკელთა” მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა ფაჩულია 30 წუთი ათამაშა. ამ დროში ზაზამ გუნდს 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 4 ორქულიანი გამოიყენა. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს “მილუოკმა” მეტოქეზე 12 ქულით მეტი ჩააგდო.

“მილუოკელთა” შორის კრის მიდელტონი 15 ქულით გამოირჩა.

ჯეისონ კიდის შეგირდები 31 მოგებით და 23 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე იმყოფებიან.

0.117638