ფეხბურთი

11:57 | 21.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სკა-ენერგიას” ალადაშვილმა და რუხაიამ მოაგებინეს

რუსეთის საფეხბურთო ნაციონალური ლიგის (პირველი დივიზიონი) თასზე ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” სამარას “კრილია სოვეტოვს” 3:1 აჯობა და გამარჯვებულთა რიგებში ორი გოლი ქართველმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

მცველი კახა ალადაშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და 81-ე წუთზე ხაბაროვსკელები თერთმეტმეტრიანით დააწინაურა – 2:1. ნახევარმცველი გუჯა რუხაია მოედანზე შესვენების შემდეგ შევიდა და 84-ე წუთზე საბოლოო წერტილი დასვა. თავდამსხმელი ლაშა იმედაშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, “სკა-ენერგიას” სასტარტოში იყო. ნახევარმცველ გოგიტა გოგუას ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია და ამიტომ არ ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ალადაშვილმა ხსენებულ ტურნირზე ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.

0.140804