დასავლეთლონდონის “ჩელსის” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფიფას თავკაცის მომავალ არჩევნებში მხარს თანამემამულე ლუიშ ფიგუს უჭერს. სეუ ჟოზე იმასაც ამბობს, რომ გახდება თუ არა ლუიში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს თავკაცი, ფიგუთი მაინც იამაყებს.
“ლუიშს ბავშვობიდან ვიცნობ და მასთან მეგობრობით ვამაყობ. ფიგუმ ფეხბურთში არნახულ სიმაღლეს მიაღწია. ამასთან ძალიან შრომისმოყვარე და თავაზიანი ადამიანია. წარმატება ლუიშს!”, - ამბობს მოურინიო.