ფეხბურთი

19:02 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” ბაკას შეძენას ეცდება

ესპანური გამოცემა “მარკას” ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მადრიდის “ატლეტიკო” “სევილიას” 28 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელის კარლოს ბაკას შეძენას გეგმავს. თუ რა თანხის გაღებას აპირებს “როხიბლანკოს” ხელმძღვანელობა ჯერჯერობით უცნობია.

კარლოს ბაკათი დაინტერესებას “სევილიელი დალაქების” გარდა, ფრანგული “მონაკო”, ინგლისური ქპრ და ლონდონის “არსენალიც” იჩენენ.

კარლოს ბაკა “სანჩეს პისხუანზე” 2013 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს და გუნდის მაისურით ესპანურ “ლა ლიგაში” დღემდე ჩატარებულ 48 შეხვედრაში 27 გოლი აქვს გატანილი.

0.116894