ფეხბურთი

18:18 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვოლფსბურგმა” ვიეირინიას გაუხანგრძლივა

გერმანიის ბუნდესლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა “ვოლფსბურგმა” გუნდის ბრაზილიელ ნახევარმცველ ვიეირინიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ გუნდის ტვიტერის ოფიციალური გვერდი იუწყება.

29 წლის ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების თანახმად “მგლებში” 2018 წლის ივნისამდე დარჩება.

ვიეირინია “ვოლფსბურგის” ღირსებას 2012 წლის ზამთრიდან მოყოლებული იცავს. მიმდინარე სეზონში მან ბუნდესლიგის 20 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

0.11844