ინგლისური გამოცემა “დეილი სტარის” ინფორმაციით, ლონდონის “არსენალი” მზადაა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პორტუგალიური “პორტუს” კოლუმბიელი თავდამსხმელის ჯექსონ მარტინესის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გაიღოს.
28 წლის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ თავადაც განაცხადა, რომ “დრაკონებში” ბოლო სეზონს ატარებს და ზაფხულში ნავსაყუდელს შეიცვლის.
მარტინესი “დრაგაოზე” მესამე სეზონს ატარებს და გუნდის საუკეთესო ბომბარიდირობას არავის უთმობს.