კალათბურთი

16:22 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

სანაძემ 22  წუთში 12 ქულა ჩააგდო

დუდა სანაძის “სან დიეგომ” აშშ-ს სტუდენტური ლიგის მორიგი მატჩი ვესთ ქოუსთის დივიზიონის ერთ-ერთ ლიდერ ბრიგჰემის უნივერსიტეტის გუნდის წინააღმდეგ გამართა და 62:75 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 22 წუთში 12 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. დუდამ 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

სან დიეგოელთა რიგებში სანაძეზე შედეგიანი მხოლოდ ჯონი დი იყო, რომელმაც 13 ქულა მიითვალა.

“ტორეროსმა” 7 მოგების წილ მე-9 მარცხი განიცადა და დივიზიონში მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩსი კი 26 თებერვლის დილას ლიდერ “გონზაგასთან” გამართავს. ამ გუნდს 15-ვე მატჩი (!) მოგებული აქვს.

0.11867