იტალიის მოქმედი ჩემპიონის ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისა და გუნდის ჩილელ ნახევარმცველ არტურო ვიდალს შორის უთანხმოებაა. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება. სამხრეთამერიკელი ნახევარმცველი დღეს, “ატალანტას” წინააღმდეგ მატჩში განაცხადს მიღმა დარჩება.
ბოლო პერიოდში ვიდალი უკმაყოფილებას გამოხატავდა მისი მოედნიდან ნაადრევად გაყვანის გამო და როგორც ჩანს სიტუაცია კულმინაიციას მიუახლოვდა.
აღსანიშნავია, რომ სულ მალე, 24 თებერვალს, “იუვენტუსი” გერმანული “დორტმუნდის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრას გამართავს.