ფეხბურთი

12:52 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩს უხეშობა არ შეარჩინეს

საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა “პარი სენ ჟერმენის” შვედ თავდამსხმელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. შვედმა ფეხბურთელმა 26 იანვარს, ლიგა ერთის 22-ე ტურის მატჩში, “სენტ ეტიენის” მოთამაშე რომეინ ამოუმას ფეხში განზრახ უხეშად ჩაარტყა.

იბრაჰიმოვიჩს ნება დართეს 21 თებერვალს “ტულუზას” წინააღმდეგ საფრანგეთის ჩემპიონატის 26 ტურში ითამაშოს. თუმცა, გამორიცხული არაა შვედმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი გამოუცხადოს და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს.

პროფესიული ფეხბურთის ლიგის გადაწყვეტილებით, ზლატანი დისკვალიფიკაციის გამო 3 და 5 მარტს ლიგა ერთსა და საფრანგეთის თასზე “მონაკოს” წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

0.1017