ფეხბურთი

12:22 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კობახიძემ “ვოლინს” მოაგებინა

ლუცკის “ვოლინმა”, სადაც სანდრო კობახიძე გამოდის, თურქულ შეკრებაზე მეოთხე ამხანაგური მატჩი ბელარუსის “ტორპედო-ბელაზთან” 1:0 მოიგო და გამარჯვების გოლი საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა გაიტანა. კობახიძემ თავი პირველი ტაიმის დასაწყისში ბიკფალვის გადაცემის შემდეგ გამოიჩინა.

ლუგანსკის “ზორიამ”, რომლის ღირსებას ჯაბა ლიპარტია იცავს, თურქეთში შეკრებაზე ლატვიის ჩემპიონ “ვენტსპილსთან” ამხანაგური შეხვედრა 0:0 დაასრულა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.

0.120534