კალათბურთი

0:35 | 20.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 14 ქულა და გამარჯვება აუტსაიდერთან

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” ლიბანის ჩემპიონატში სტუმრად აუტსაიდერ “ჰოოპსს” 62:55 სძლია, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

“სკიტა” ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 36 წუთში 14 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.

ნიკოლოზმა 7-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 21-ს უწია, რითაც იგი მხოლოდ ამერიკელ კევინ პინკნის ჩამორჩა. ცქიტიშვილის თანაგუნდელის მონაგარი 15 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი და 3 დაფარება იყო.

“ჩემპვილმა” მოგება-წაგებათა რაოდენობა (6-6) გაათანაბრა და ლიბანის ჩემპიონატში მე-4 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 27 თებერვალს, შინ, “მუტაჰედთან” გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111988