ამსტერდამის “აიაქსს” გერმანული “ლევერკუზენის” საკუთრებაში მყოფი თავდამსხმელის არკადიუშ მილიკის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა სურს – იუწყება ცნობილი გამოცემა De Telegraaf–ი.
პოლონელმა ფორვარდმა ჰოლანდიურ გრანდში შესაძლებლობები კარგად წარმოაჩინა და ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა. “აიაქსის” ხელმძღვანელობა მზადაა, რომ მასში 2.6 მილიონი ევრო გაიღოს.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ფორვარდმა 25 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.