Spanish Football-ის ცნობით, “მადრიდის რეალს” პეპესთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. მცველს კონტრაქტი “სამეფო კლუბთან” მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება. როგორც წყარო იუწყება, “რეალს” პეპესთან კონტრაქტის გაგრძელება 2017 წლის ზაფხულამდე უნდა.
31 წლის პორტუგალიელი “რეალში” 2007 წლიდან თამაშობს. პეპეს “სამეფო კლუბის” მაისურით 183 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლი გატანილი.