სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე ერევნის “ულისმა” კონტრაქტები მცველ ირაკლი ჭეჟიასთან და თავდამსხმელ გალაქტიონ ზოიძესთან გააფორმა.
მანამდე, ერევნელებთან ხელშეკრულება ირაკლი გეფერიძემ და ნიკა ფილიევმა გააფორმეს.
შარშან, სომხეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე “ულისში” დავით ხურციძე, ზამირ ჯანაშია და გიორგი ხუბუა ასპარეზობდნენ.