ფეხბურთი

15:30 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პარმა” “უდინეზე” გადადების პირასაა

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურის შეხვედრა “პარმასა” და “უდინეზეს” შორის შესაძლოა გადაიდოს. ამის მიზეზი ემილიური გუნდის ფინანსური კრიზისია. “პარმას” მატჩის ორგანიზებისთვის საკმარისი თანხებიც აღარ აქვს. გუნდს ელექტრონერგიისა და სტადიონის მომსახურე პერსონალის დავალიანება აქვს და შესაბამისად 22 თებერვალს დაგეგმილი მატჩის არჩატარების მიზეზიც ეს გახდება.

“პარმას” ახალი პრეზიდენტი ჯამპიეტრო მანენტი ამჟამად სლოვენიაში იმყოფება თანხების მოსაძლიებლად, თუმცა “ჯალობლუსთვის” სასიკეთო ინფორმაცია ჯერ კიდევ არ ჩანს.

თეგები“პარმა”
0.1131