როგორც bild იუწყება, დორტუმინდის “ბორუსიას” ფეხბურთელმა მარკო როისმა ზამთრის სანტრანსფერო ფანჯრის დროს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე უარი თქვა. აღნიშნული წყაროს ცნობით, 25 წლის მოთამაშეს პირადად ლუის ვან გაალი დაუკავშირდა, თუმცა “ბორუსიას” მოთამაშე ჰოლანდიელის წინადადებას არ დათანხმდა. ინგლისური კლუბის გარდა, გერმანელი ფეხბურთელის შეძენა პსჟ-ს სურდა, თუმცა არც ეს ტრანსფერი შედგა.
შეგახსენებთ, ფეხბურთელს “ბორუსიასთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა.
როისი მიმდინარე სეზონში საკმაოდ პროდუქტიულია. მარკომ ბუნდესლიგის 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.