ჩოგბურთი

10:57 | 19.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფერერის მეოთხედფინალი

რიო დე ჟანეიროს ტურნირზე მეორე ნომრად განთესილმა, რეიტინგსიის მეცხრე ნომერმა ესპანელმა დავიდ ფერერმა ჰოლანდიელი ტიმო დე ბაკერის ძლევით შეჯიბრების მეოთხედფინალში გააღწია და ამ ეტაპზე არგენტინელ ხუან მონაკოს შეხვდება.

32 წლის ფერერმა ბენილუქსელს პირველი სეტი 7:6 მოუგო, მეორე პარტიაში 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც მეტოქემ მატჩის გაგრძელება იუარა. მოწინააღმდეგეებმა კორტზე საათი და 13 წუთი გაატარეს. ფერერისა და დე ბაკერის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:0 გახდა.

რიო დე ჟანეიროს საჩოგბურთო ტურნირის საპრიზო ფონდი მილიონ 548755 დოლარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11742