ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნება. ამის შესახებ ინგლისური გამოცემა “მირორი” იუწყება. 38 წლის ანრი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ორი თვის წინ დაასრულა, უეფასგან შესაბამის ლიცენზიას აიღებს და ლონდონში დაბრუნდება.
ახალგაზრდული გუნდის შემდეგ კი ალბიონელი ჟურნალისტების ვარაუდით, მას მთავარი გუნდის გაწვრთნასაც მიანდობენ.
ტიერი ანრის კარიერის საუკეთესო პერიოდი სწორედ “მეთოფეთა” შემადგენლობაში აქვს გატარებული და გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება.