Marca-ს ცნობით, “ბარსელონას” ნახევარმცველი სერხიო ბუსკეტსი კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს 2019 წლამდე გაახანგრძლივებს. წყაროს ცნობით, კლუბი და ფეხბურთელი ერთი კვირა აწარმოებდნენ მოლაპარაკებას.
გავრცელებული ინფორმაციით, ბუსკეტსი “ბარსასთან” ახალ კონტრაქტზე ხელს რამდენიმე დღეში მოაწერს.
ბუსკეტსმა მიმდინარე სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ნახევარმცველი ბარსელონას პირველი გუნდის ღირსებას 2008-წლიდან იცავს.